სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ხელმძღვანელებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს!

- 09/03/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანიშვილმა მერიასა და საკრებულოში მომუშავე ქალებს 8 მარტის აღსანიშნავად ყვავილების თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს. განსაკუთრებული მილოცვა და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს ღვაწლმოსილმა, ყველაზე ახალგაზრდა, მრავალშვილიანმა და ფეხმძიმე ქალბატონებმა. მისალოცი ბარათები და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ ასევე სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ქალბატონებს.