სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

კონკურსი "საქართველოს მოხალისე" გამოცხადდა

- 14/06/2018



საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას "საქართველოს მოხალისე“, რომელსაც საფუძვლად საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა უდევს .

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია,ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან.

შერჩეული ახალგაზრდები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ 5 დღიან ტრენინგ-სემინარს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა. 

საკონტაქტო პირი: პროგრამის კოორდინატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს თანამშრომლი ანა ხაბარელი, akhabareli@mes.gov.ge, 599428244