სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოვნად დასახელდა

- 06/02/2018



#იმერეთი2018
#სპორტულისაჩხერე
#ლაშაპირველია

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა.

გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, ტალახაძე პირველი ქართველი ძალოსანი გახდა, ვისაც ასეთი აღიარება ერგო.

ოლიმპიურ (2016), მსოფლიო (2015, 2017) და ევროპის ჩემპიონს (2016, 2017) და მსოფლიო რეკორდსმენს ხმა 9 804 გულშემატკივარმა მისცა. 8 491 ხმით მეორე ადგილზე ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, ხოლო 3 142 ხმით მესამე ადგილზე ირანელი სოჰრაბ მორადი.

2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა 2018 წლის იანვარში დაიწყო და ახლახანს დაასრულა.

ეს შედეგი ნიშნავს იმას, რომ ლაშა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი სიყვარულით და ქომაგთა მხარდაჭერით სარგებლობს.

ამრიგად, ლაშა ტალახაძემ საკუთარ ტიტულებს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულიც შემატა.

საჩხერის მუნიციპალიტეტი ულოცავს ლაშას კიდევ ერთ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.