სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მერიამ მოქალაქეებისთვის კიდევ 24 000 ლარი გამოჰყო

- 27/02/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც მოქალაქეების სოციალური დახმარებების მიღება უზრუნველყოფს სხდომა გამართა. ოქმი N13-ის მიხედვით კომისიამ განიხილა 65 განცხადება და დააკმაყოფილა 63, რომელზეც გამოიყო 24 000 ლარი. ზემოაღნიშნული ოქმის მიხედვით ავადმყოფთა სოციალურად დაცვის მუხლიდან დაკმაყოფილდა 34 წერილობითი მოთხოვნა და მასზედ 18 398 ლარი გამოიყო; ეპილეფსიით დაავადებული 4 და დიალეზზე დამოკიდებული 1 მოქალაქე ჩაერთვნენ შესაბამის პროგრამაში. განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით დაფინანსდა 3 მოქალაქე და მასზედ 660 ლარი გამოიყო. ამავე ოქმის მიხედვით დაფინანსდა 5 სტუდენტი და მათზე 2500 ლარი გამოიყო. დახმარება გაეწია 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს; 4 ვეტერანს გამოეყო ფულადი დახმარება 800 ლარის ოდენობით, ხოლო მარჩენალდაკარგულ 9 ოჯახი მიიღებს 1350 ლარს. უფასო სასადილოთი ისარგებლებს კიდევ 1 მოქალაქე.