სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მერმა გაერთიანებული სხდომა გამართა

- 05/03/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა გაერთიანებული სხდომა ჩაატარა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, მერის წარმომადგენლები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორები ესწრებოდნენ. ბენიამენ ფალავანდიშვილმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უმრავლესობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ხოლო  ბევრ მათგანზე დასრულდა კიდეც.

ეს პროექტებია:

სკვერის მშენებლობა ყოფილი კომისარიატის  ტერიტორიაზე;

საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში;

სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

დ.აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. „ბამბეულის“ ეზოების რეაბილიტაცია;

დ.აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია;

სოფელ სავანეში ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკისა და იტავაზის კვარცის ქვიშებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ კორბოულში ძლევის წმ. გიორგის სალოცავისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

ქ.საჩხერეში დოსითეოსის წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ივ.გომართელის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები;  

თამარ მეფის ქუჩაზე ახალ დასახლებაში არსებული საავტომობილო გზების  რკინა ბეტონის საფარის მოწყობა;

სოფელ სპეთში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

მდ. შუშასა და იზვარაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია;

სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ კორბოულში ჩიჩინას გორადან საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრამდე მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობაზე;  უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სოფელ ხვანის გადასახვევიდან, სოფელ ლიჩის ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე;

ბენიამენ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს   რკინა ბეტონის საფარის დაგება  ასევე სარიტუალო დარბაზების გადახურვა აქტიურად მოხდება. სამომავლოდ განიხილება ასევე ჯრუჭის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერმა მაჟორიტარ დეპუტატს პაატა კვიჟინაძეს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა საჩხერეში  მიმდინარე თუ განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებაც. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რგფ-დან 17 პროექტი ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 5 482 000 ლარია.

სხდომაზე საუბარი ა(ა)იპიებსა თუ შპს-ებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.საჩხერის მუნიციპალიტეტის  მერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რაც დასუფთავებას, უპატრონო ძაღლები  გაყვანას (კანონის შესაბამისად) და ცენტრალური და მუნიციპალური გზების მიმდებარედ არსებული უსახური შენობების ფასადების მოწესრიგებას გულისხმობს.