სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი საჩხერეში მოსახლეობას შეხვდა

- 27/11/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო"-ს წარმომადგენელი ეწვია.

თემურ კეპულაძემ შეხვედრა სოფლების - საირხისა და ჩიხის მოსახლეობასთან გამართა. საუბარი კამპანია "დავასუფთაოთ საქართველო"-ს ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა მყარი ნარჩენების დახარისხების აუცილებლობაზე, კომპოსტირებაზე, სისუფთავის კუთხით სოფლებში არსებულ მდგომარეობასა და სხვა მსგავს საკითხებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ კამპანია "დავასუფთაოთ საქართველო" 2010 წლიდან მიმდინარეობს და ხელს უწყობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, კერძოდ: საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მის ჩართვას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.

პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.