სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მუხრან მაჭავარიანის სკვერის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

- 28/11/2017



სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა და მისმა მოადგილემ ირაკლი ჩხიკვაძემ, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და საკრებულოს ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ იაგო ბერიძემ დაათვალიერეს. ისინი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და რეაბილიტაციის პროცესის დეტალებს გაეცვნენ.
შეგახსენებთ, რომ მუხრან მაჭავარიანის სკვერი მოწყობას, სოფელ არგვეთში, შ.პ.ს. „ჯეო სერვისი“ 24 495 ლარად ასრულებს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.