სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეთა დასახმარებლად 17 321 გამოჰყო!

- 20/02/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქალაქეთა დასახმარებლად შეიქმნა და სოციალური დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს შეიკრიბა. ოქმი N10-ს მიხედვით ავადმყოფთა სოციალურად დაცვის მუხლით შემოსული იყო 34 წერილობითი მოთხოვნა და აქედან დაკმაყოფილდა 32-მასზედ გაიცა 14 394 ლარი. ეპილეფსიით დაავადებულთა დახმარების პროგრამაში 5 მოქალაქე, ხოლო დიალეზზე დამოკიდებულთა დახმარების პროგრამაში 2 მოქალაქე ჩაერთო. განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით გაიცა 990 ლარი, რითაც 2 მოქალაქის წერილობითი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სწავლის დაფინანასებისთვის 2 სტუდენტზე გამოიყო 837 ლარი. 3 შშმ პირს გაეწია დახმარება და მათზე 450 ლარი გამოიყო; დაკმაყოფილდა 1 ვეტერანის განცხადება 200 ლარით; უფასო სადილით უზრუნველყოფილი იქნება კიდევ 1 მოქალაქე. ოქმი N10-ის მიხედვით სულ 56 განცხადება განიხილა კომისიამ და დადებითად 51 გადაწყვიტა. სულ მოქალაქეთა დასახმარებლად გამოიყო 17 321, 94 ლარი.