სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

- 15/11/2017



საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. მათ პროექტი „მყარი ნარჩენების მართვა“ კიდევ ერთხელ განიხილეს. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მომავალში კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიურ თანამშრომლობას და პროექტის“ მყარი ნარჩენების მართვა“ ერთობლივად განხორციელებას გეგმავენ.