სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია

- 02/12/2017



საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. საჩხერის "ჩიხურა" ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდა და ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა.

შეხვედრა საქართველოს ჰიმნით მომღერალმა ოთო ნემსაძემ გახსნა. უგოლოდ დასრულებული ტაიმებისა და დამატებითი დროის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა. გადამწყვეტი პენალტი საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა მოიგერია და “ჩიხურა” მესამე ცდაზე პირველად გახდა საქართველოს თასის მფლობელი. თამაშის ბოლოს ჰამზიჩი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ამ გამარჯვებით გუნდი ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფეხბურთელებს თასი და მედლები გადასცეს. 

თასისთვის ბრძოლას საჩხერელი გულშემატკივრები - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, ასევე თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა საჩხერელი ფანები ესწრებოდნენ.