სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საჩხერის ეპარქიაში წმ.ქეთევან დედოფლის წმ.ნაწილებს ჩამობრძანებენ

- 13/12/2017



წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საჩხერეში 17 დეკემბერს შემობრძანდება. წმინდა ნაწილების შემობრძანებამდე საჩხერის საკათედრო ტაძარში, ჭიათურა საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი წირვას, წმინდა ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლენს. წირვის შემდეგ მეუფე სამღვდელოებასთან ერთად ეპარქიის შემოსასვლელში (ჯოყოეთში) წმ.ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილებს დახვდება. ამის შემდეგ სიწმინდეს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც პარაკლისი აღევლინება. მრევლს შესაძლებლობა ექნება მიეახლოს წმინდა ნაწილებს. ორშაბათს დილით აღესრულება საღმრთო ლიტურგია. საჩხერეში მართმადიდებელი მრევლი წმინდა ნაწილების მოლოცვას 17დეკემბრიდან 18 დეკემბრის დღის პირველ ნახევრამდე შეძლებს