სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

"საჩხერლები საჩხერლებისთვის"

- 04/12/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის უპრეცენდენტო აქცია „საჩხერლები საჩხერლებისთვის“ გრძელდება !

ახალი წლის მოახლებასთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა გააგრძელოს საქველმოქმედო აქცია „საჩხერლები საჩხერლებისთვის“ და
მ ო გ მ ა რ თ ა ვ თ თხოვნით საჩხერის მოქალაქეებს, კეთილ ადამიანებს, ორგანიზაციებს, საწარმოებს. . . ჩაერთეთ აქციაში და დახმარების ხელი გაუწოდეთ ადამიანებს ვისაც თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. აქციაში მონაწილეობისთვის მსურველებს შეგიძლიათ სურვილისამებრ გაიღოთ შეწირულობა (პროდუქტის სახით), რომელიც გადაეცემა შეჭირვებულ ოჯახებს.

აქცია გაიმართება 18 ნოემბერს, დილით 11 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.გავახაროთ უფრო მეტი ადამიანი და გავერთიანდეთ საჩხერლები საჩხერლებისთვის!

შეგახსენებთ, რომ არსებული სოციალური საწყობი 2017 წელს გაიხსნა, რომელიც კეთილი ადამიანების შემოწირულობებით არსებობს. აღნიშნულ საწყობში შემოსული პროდუქტი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემოდა. ამის მაგალითად გამოდგება ის ფაქტიც, რომ მხოლოდ 2017 წელს ამ აქციის მეშვეობით დახმარება გაეწია 30-ზე მეტ ოჯახს, შშმ პირებს, მრავალშვილიან დედებს, ვაგონში მცხოვრებ ოჯახებს, მარტოხელებს და ა.შ.

გავერთიანდეთ #საჩხერლებისაჩხერლებისთვის!