სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საირხე ჭორვილის წყლის სისტემების მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს

- 29/11/2017



მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ნიკოლა ბურბურისი საჩხერეში იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტი სოფლების საირხისა და ჭორვილის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის ინსპექტირებას უკავშირდება. სტუმრებმა სოფელების საირხისა და ჭორვილის სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობების, შემკრები რეზერვუარის და სოფელ საირხის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სტუმრებთან ერთად სასმელი წყლის დაქსელვის სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანიშვილმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 10250005 ლარით აფინანსებს.