სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ივანაშვილი დასახელდა

- 21/11/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო შედგა. პირველი სხდომა 20 ნოემბერს 50-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა მუმლაძემ გახსნა. ახალ საკრებულოს მან არჩევნების შედეგები ოფიციალურად გააცნო და დოკუმენტები უხუცეს წევრს ოლეგი მაჭავარიანს გადასცა. დღის წესრიგის გაცნობისა და საჭირო პროცედურების განხორციელების შემდეგ საკრებულოს შემადგენლობა დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ივანაშვილი დასახელდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით მან 29 ბიულეტენიდან 28 ხმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კვლავ ირაკლი ჩხიკვაძე დასახელდა, რომელმაც ასევე კენჭისყრის შედეგების მიხედვით 29 ბიულეტენიდან 28 ხმა მიიღო. ხოლო საკრებულოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: 1. ახვლედიანი გოჩა 2. ბერიძე იაგო - საკრებულოს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 3. ბუღაძე ნოდარი 4. გოგიტიძე იოსები 5. დარბაიძე გაგა - საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ კომისიის თავმჯდომარე 6. დეკანოიძე ლია - საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე 7. დეკანოიძე ბესიკი 8. დემეტრაშვილი მარინე 9. ენუქიძე მარინე 10. ივანაშვილი ლევანი-საკრებულოს თავმჯდომარე 11. კალმახელიძე თედორე 12. კაპანაძე ბესიკი 13. კაციტაძე მარინა - საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა თავმჯდომარე 14. კუჭაშვილი გივი 15. კუჭაშვილი ბესარიონ 16. მაჭარაშვილი დავით 17. მაჭარაშვილი გიორგი 18. მაჭარაშვილი ოლეგი 19. მოდებაძე კობა 20. ნადირაძე თამაზი 21. ნოზაძე მამუკა 22. სადუნიშვილი ოქროპირი 23. ტყემალაძე შოთა 24. ჩხიკვაძე ირაკლი -საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 25. ძინძიბაძე ირა 26. ჭიღლაძე ერეკლე -ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე 27. ჭიტაძე კახაბერი 28. ხარშილაძე გიორგი 29. ხვედელიძე კობა- საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე