სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სალომე გაფრინდაშვილს განათლების სამინისტროსგან საჩუქრად ნოუთბუქი გადაეცა

- 04/12/2017



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ”-თან ერთად საქართველოს მასშტაბით კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების თემაზე საუკეთესო ფოტოსა და ბლოგპოსტის ავტორების გამოვლენა იყო.

აღნიშნულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით სულ 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არგვეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - სალომე გაფრინდაშვილის ნაშრომი დასახელდა, რომელსაც პირველი ადგილი და ნოუთბუქი ხვდა წილად.

საუკეთესოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, “ჰელფინგ ჰენდ”-ის და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურმა შეარჩია. 

პროექტის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები გადაეცათ:

ჩანახატების გამარჯვებულებს:
I- ადგილი - ლეპტოპი;
II- ადგილი - ტაბლეტი;
III - მობილური ტელეფონი;

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს:
I- ადგილი - ლეპტოპი;
II- ადგილი - ტაბლეტი;
III - მობილური ტელეფონი;

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს არგვეთის საჯარო სკოლას და სალომე გაფრინდაშვილს ამ წარმატებას და შემდომ წინსვლას უსურვებს.