სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

საზოგადოებამ მხატვარი სოსო წერეთელი კიდევ ერთხელ გაიხსენა

- 17/11/2017



აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების მემორიალურ მუზეუმში 1983 წლის 18 ნოემბერს - ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკული ფაქტი გაიხსენეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თვითმფრინავის ბიჭად წოდებული - ახალგაზრდა მხატვრის - სოსო წერეთლის ნამუშევრები დაათვალიერა და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ ეროვნულ განწყობაზე ისაუბრა, ხოლო საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დეკლამატორებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოსო წერეთლის სახლ-მუზეუმი თბილისში, დ.უზნაძის N2-ში მდებარეობს, 2006 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კალვათაში მათ საცხოვრებელ სახლს აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების მემორიალური მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ასევე მისი სახელობისაა საჩხერის სამხატვრო სკოლა და დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩა.