სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სოციალური დახმარებების ბიუჯეტი 2018 წელს 955 000 ლარია!

- 25/01/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესი, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 11 იანვარს დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, ასევე ბენეფიციართა კატეგორიებს განსაზღვრავს. შემდეგი სახის სოციალური დახმარებები: • ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები • უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები • ავადმყოფთა სოციალური დაცვა • სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა • შშმ პირთა სოციალური დაცვა • ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები • მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა • საცხოვრებლით უზრუნველყოფა • სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობის „ უფასო სადილით“ უზრუნველყოფა • ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჩხერე-პერევი პერევი-საჩხერის მიმართულებით • ზემოაღნიშნულ დახმარებებზე საერთო ჯამში 1 წლის განმავლობაში გაიხარჯება 955 000 ლარი.