სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

სოფელ ნიგვზარაში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზა დაიგება

- 27/02/2018



სოფელ ნიგვზარაში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია. საჩხერის მუნიციპალიტეტმა აღნიშული გზის რეაბილიტაციისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 12'680.00 ლარი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება. სოფელ ნიგვზარაში მალე ხიდ-ბოგირიც გაკეთდება. აღნიშნულის მოწყობის სამუშაოებზეც ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 17'590.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 6 მარტს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდს spa.ge და საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ.გვერდს sachkhere.gov.ge.