სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

ტ ე ნ დ ე რ ე ბ ი !

- 01/12/2017



საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი სოფელ იცქისის საკანალიზაციო სისტემის (ქსელი, მაგისტრალი) მოწყობის სამუშაოების, სოფელ ცხამის სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა ასევე სოფელ სპეთში საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვაზე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე : spa.ge