სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

წერეთლის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა!

- 27/02/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტმა ქალაქ საჩხერეში აკ.წერეთლის ქუჩაზე ყოფილი სპორტული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29'993 ლარია. წინადადებების მიღება მთავრდება 6 მარტს. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო შესყიდვების ვებ.გვერდს SPA.GE და საჩხერის მუნიციპალიტეტის საიტს sachkhere.gov.ge.