სიახლეები - საჩხერის მუნიციპალიტეტი - sachkhere.gov.ge
:+ 995 435 221300

სიახლეები

#წყალიყველასოფელს

- 31/01/2018



საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი სოფელ ჭორვილაში იმყოფებოდნენ. მათ საირხე-ჭორვილის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის პროცესი მოინახულეს და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რაც ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღული) და გორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში( გორისა, გამოღმა არგვეთი) წყლით მომარაგებას გულისხმობს. ზემოღნიშნული პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ეგიდით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით განხორციელდება.